Aa
Aa

ლაკაზეტი გრიზმანს "არსენალში" ეპატიჟება

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი, ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი ახლო მეგობარია.

ლაკაზეტის თქმით, იგი მზადაა, რომ გრიზმანი „არსენალში“ სათამაშოდ მიიწვიოს.

„ჩვენ ერთმანეთისთვის გრიზი და ლაკაზი ვართ. მეგობრები ვართ და სწორედ ამ სახელებით ვკონტაქტობთ.

თუკი გრიზი ლონდონში მეწვევა, მას „არსენალში“ გადმოსვლას აუცილებლად შევთავაზებ“. - აცხადებს ლაკაზეტი.

ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რამდენიმე თვის წინ მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იყო, თუმცა ახლანდელი ხელშეკრულების თანახმად, მსურველ კლუბს ფრანგის შეძენა 100 მილიონ ევროდ შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები