პეპის მინიშნება - სად სურს გვარდიოლას მუშაობის დაწყება?
Aa
Aa

პეპის მინიშნება - სად სურს გვარდიოლას მუშაობის დაწყება?

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

"მინდა, თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრების გაწვრთნა? დიახ, ესპანეთის. მინდა, რომ ჩემი გაწვრთნილი გუნდით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. მსურს, რომ ეს ემოცია გამოვცადო".

შეგახსენებთ, რომ "ფურია როხას" 2016 წლიდან ჟულიენ ლოპეტეგი თავკაცობს და მისი ფორმაციის ნაკრები საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება.

ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ იტალიას 3 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები