3 ოქტომბერს მადრიდში მოურინიოს სასამართლო პროცესი ელის
Aa
Aa

3 ოქტომბერს მადრიდში მოურინიოს სასამართლო პროცესი ელის

3 ოქტომბერს, მადრიდში ჟოზე მოურინიოს სასამართლო პროცესია ჩანიშნული. პორტუგალიელ სპეციალისტს ბრალი ივნისში წაუყენეს.

ჟოზეს, პროკურატურა ბრალს თაღლითობაში სდებს. საქმე ეხება 2011-2012 წლებში 3-3 მილიონი ევროს გადაუხდელობას. მოურინიომ საკუთარი საიმიჯო უფლებებიდან მიღებული თანხა დამალა და როგორც ჩანს, მას დანაშაული უმტკიცდება.

სხვა საქმეა, თუ რას აპირებს თავად პორტუგალიელი. ესპანური პროკურატურის იურისდიქცია რა თქმა უნდა, ბრიტანეთში არ ვრცელდება და მოუს შეუძლია, რომ პროცესზე საერთოდ არ გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები