მონტელა ანჩელოტიზე:
Aa
Aa

მონტელა ანჩელოტიზე: "შეუძლია მოვიდეს და ჩემს თანაშემწედ იმუშაოს"

როგორც მოგეხსენებათ, 2 დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაანთავისუფლეს.

ევროპული მედია ანჩელოტის შესაძლო ნავთსაყუდელის შესახებ ვარიანტებს აქტიურად განიხილავს.

ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი "მილანია", რომლის ამჟამინდელი თავკაცის ვინჩენცო მონტელას გუნდიდან გაშვებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

ჟურნალისტებმა "აეროპლანინოს" ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის აკეთება სთხოვეს, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: "მას დიდ პატივს ვცემ. ჩემი პირველი სტაჟირება სწორედ მასთან გავიარე. კარლო "ჩელსიში" ასისტენტადაც კი მიწვევდა. ანჩელოტი "მილანში"? შეუძლია მოვიდეს და ჩემს თანაშემწედ იმუშაოს. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ".

იტალიური პრესა არ გამორიცხავს, რომ კიდევ რამდენიმე წაფორხილების შემთხვევაში, მონტელას მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაატოვებინებენ და ვაკანტური პოსტისთვის, პირველ რიგში ანჩელოტის ვარიანტს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები