ჰამშიკი:
Aa
Aa

ჰამშიკი: "მისი მოქმედებების შესწავლაში საათებს ვხარჯავდი"

"ნაპოლის" სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, მედიასთან საუბრისას მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა და "მანჩესტერ სიტისთან" მოახლოებულ მატჩზეც ისაუბრა.

"ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე უდაოდ ანდრეს ინიესტაა. მისი მოქმედებების შესწავლაში საათებს ვხარჯავდი. პეპ გვარდიოლასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი. მას მალე ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდები. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველოდები."

მარეკ ჰამშიკი ნეაპოლელთა ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 359 მატჩში 93 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე F ჯგუფს, 6 ქულით "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. მეორე ადგილს კი 3-3 ქულით "ნაპოლი" და დონეცკის "შახტარი" იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები