რამოსს „რეალის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი
Aa
Aa

რამოსს „რეალის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს. ფეხბურთელს ახალი გამოწვევების მიღება და ძალების სხვა ლიგებში მოსინჯვა სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა „რეალის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ მან კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა. 29 წლის მცველის თქმით, ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. გასარკვევი მხოლოდ ის არის, თუ სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას. დიდი ალბათობით, ეს კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, რომელიც რამოსის შესაძენად უკვე დიდი ხანია რაც იბრძვის და მზად არის, მცველის სანაცვლოდ "სამეფო გუნდს" 39 მილიონი ევრო გადაუხადოს

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, რამოსის უკმაყოფილება მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გამო, შეთანხმების ვერ მიღწევამ გამოიწვია. ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა, რამოსისთვის აღნიშნული ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები