Aa
Aa

"მილანი" და "ინტერი" პრემიერლიგის ვარსკვლავისთვის იბრძოლებენ

მილანური გრანდები შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობენ. მას შემდეგ უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, რაც "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა გაიჟღერა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, დავიდ სილვას თავისთან გადაყვანა ორ მილანურ გუნდს - „მილანსა“ და „ინტერს“ სურთ.

ისინი ფეხბურთელის გარშემო მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდებიან და თუკი სილვა „სიტიდან“ აბარგებას გადაწყვეტს, მასთან მოლაპარაკებებს მაშინვე წამოიწყებენ.

"მილანიც" და "ინტერიც" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ესპანელი ფეხბურთელი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

დავიდ სილვას მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, რომ "მანჩეტსერ სიტიში" კონკურენცია ყოველწლიურად იმატებს და 31 წლის სილვას შესაძლოა პოზიციები შეერყეს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა „ქალაქელთა“ რიგებში 2010 წელს „ვალენსიადან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები