Aa
Aa

"ბარსელონას" მომდევნო მატჩს გადადება ემუქრება

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ლას პალმასს“ შორის, რომელიც კვირასაა დაგეგმილი, შესაძლოა გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ამავე დღეს კატალონიაში რეფერენდუმი ტარდება, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობას ეხება და არსებული ვარაუდით, პოლიციას ერთდროულად რეფერენდუმისა და მატჩისათვის უსაფრთხოების ზომების მიღება გაუჭირდება.

აღნიშნულ საკითხზე კატალონიის მმართველი საბჭო შესაბამის პირებს დღეს შეხვდება და „ბარსელონა“ - „ლას პალმასის“ თამაშის ჩატარების ამბავიც ამის შემდეგ დაზუსტებით გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები