ლა ლიგა, თუ პრემიერლიგა? პულიშიჩისთვის ბრძოლა იწყება
Aa
Aa

ლა ლიგა, თუ პრემიერლიგა? პულიშიჩისთვის ბრძოლა იწყება

"დორტმუნდის" ამერიკელი შემტევის კრისტიან პულიშიჩის შეძენა ერთბაშად რამდენიმე ევროგრანდს სურს.

19 წლის ნახევარმცველი გერმანული გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ კარგად ასპარეზობს და მისი შეძენა "რეალს", "ლივერპულს", "ტოტენჰემსა" და უკვე "არსენალსაც" სურს.

"მეთოფეებში" ზამთარში დიდი ცვლილებები იგეგმება. არის შანსი, რომ ალექსის სანჩესმა გუნდი დატოვოს და ვენგერს მისი შემცვლელის მოძებნა მალევე სურს.

Sun-ის ინფორმაციით, "დორტმუნდს" პულიშიჩის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

ამერიკელი გარემარბი "ბორუსიას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 44 შეხვედრაში მის ანგარიშზე 7 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები