Aa
Aa

"არსენალი" და "ინტერი" ფეხბურთელებს გაცვლიან?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის "არსენალმა" და მილანის "ინტერმა" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

არსენ ვენგერი მესუთ იოზილის ასპარეზობით უკმაყოფილოა და მისი გაშვება სურს.

"მეთოფეები" იტალიელებს იოზილის ჟოაო მარიოში გაცვლას სთავაზობენ.

თავად "ინტერს", პორტუგალიელი ნახევარმცველის გაშვება არ სურს და ამ მოლაპარაკებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "არსენალი" ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება.

შეგახსენებთ, რომ იოზილი "მეთოფეთა" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 119 შეხვედრაში მის ანგარიშზე 23 გოლია.

რაც შეეხება ჟოაო მარიოს, პორტუგალიელი ფეხბურთელი "ინტერში" 2016 წელს "სპორტინგიდან" გადაბარგდა და 30 მატჩში თავის გამოჩენა 3-ჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები