პერესის ახალი სურვილი - ფლორენტინო ზედიზედ ორჯერ არასდროს ცდება
Aa
Aa

პერესის ახალი სურვილი - ფლორენტინო ზედიზედ ორჯერ არასდროს ცდება

კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაშლა, ფლორენტინო პერესმა დღემდე ვერ მოინელა.

ესპანური MD-ს ცნობით, "რეალის" ბოსს თავდამსხმელის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და როცა პერესი საქმეს სერიოზულად კიდებს ხელს, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მთავრდება ეს.

თავის მხრივ, დიბალას შესანარჩუნებლად "ბებერი სინიორა" ყველაფერს გააკეთებს. წლევანდელ სეზონში არგენტინელს უკვე მისცეს 10 ნომრიანი მაისური, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინელები მას ადვილად არ დათმობენ. სეზონის სტარტზე კი კლუბის დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ დიბალა არ იყიდება.

როგორც წყარო წერს, ფლორენტინო პერესი 23 წლის დიბალას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას აპირებს.

მოლაპარაკებები სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დაიწყება და დიდი ალბათობით "რეალი" ერთადერთი გუნდი არ იქნება, რომელიც "იუვეს" დიბალას თაობაზე წინადადებით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მის ანგარიშზე 102 შეხვედრაში 54 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები