ლებრონი და უეიდი კვლავ ერთად?
Aa
Aa

ლებრონი და უეიდი კვლავ ერთად?

ლებრონ ჯეიმსი და დუეინ ვეიდი დიდი ალბათობით კვლავ თანაგუნდელები აქნებიან. აღნიშნული ცნობა იესპიენის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კორესპონდენტმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს ვეიდმა გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაშიც მოთამაშე 2.3 მილიონ დოლარს მიიღებს.

2003 წელს უეიდი მაიამი ჰიტმა დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია. ჰიტის შემადგელობაში კალათბურთელმა 13 სეზონი გაატარა და გუნდთან ერთად 3 ჯერ მოიგო ბეჭედი. აქედან ორჯერ იგი ჩემპიონი,  თავის უახლოეს მეგობარ ლებრონ ჯეიმსთან ერთად გახდა.

მაიამის შემადგენლობაში უეიდი სეზონში საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებდა.

განვლილ სეზონში უეიდიჩიკაგოსღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.3 ქულას, 4.5 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები