მონტელა შესაძლოა დაითხოვონ! ორი ვარიანტი - ვინ გაწვრთნის
Aa
Aa

მონტელა შესაძლოა დაითხოვონ! ორი ვარიანტი - ვინ გაწვრთნის "მილანს"?

"როსონერის" ხელმძღვანელები ვინჩენცო მონტელას მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მისი თანამდებობისგან დათხოვნას გეგმავენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანის“ ბოსები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტესა და კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავენ.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, „შავ-წითელთლები" ორივე სპეციალისტთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს ხანში აპირებენ, რათა რომელიმე მათგანის ზაფხულისთვის გადაბირება შესაძლებელი იყოს.

მიმდინარე სეზონში ჩაგდებული რამდენიმე თამაშის შემდეგ, „როსონერის“ ამჟამინდელ დამრიგებელ ვინჩენცო მონტელას მუდმივად აკრიტიკებენ და პრესა მის მილანურ მომავალს ცალსახად ბუნდოვნად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის „მილანში“ დაბრუნებას ადრიანო გალიანი ჯერ კიდევ 2015 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები