გუნდოგანმა „დორტმუნდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

გუნდოგანმა „დორტმუნდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

დორტმუნდის “ბორუსიასა” და თურქი ნახევარმცველის, ილქაი გუნდოგანის სატრანსფერო საგას ბოლო მოეღო. 24 წლის ფეხბურთელმა “დორტმუნდთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2017 წლის ზაფხულამდე იქნება. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იუწყება.

ილქაი გუნდოგანი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2011 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება. გასულ სეზონში, ფეხბურთელი ძირითადად ტრავმების მკურნალობით იყო დაკავებული. თუმცა მიუხედავად ამისა, მან ბუნდესლიგის 23 მატჩში მაინც მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები