უცნობი ისტორია: რონალდუს მამის შეურაცხყოფა ნისტელროის
Aa
Aa

უცნობი ისტორია: რონალდუს მამის შეურაცხყოფა ნისტელროის "რეალში" გადაბარგებად დაუჯდა

ახლახანს გამოვიდა ბრიტანეთის 73-ე პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის მრჩევლის, ალისტერ კემპბელის ავტობიოგრაფიული წიგნი.

პოლიტიკურ ნაცნობობასთან ერთად, კემპბელი ფლობდა სერიოზულ კავშირებს საფეხბურთო სამყაროშიც, მათ შორის, "მანჩეტსერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელთან სერ ალექს ფერგოუსონთან.

ფერგიუსონისა და მისი შეგირდების ერთ-ერთი ისტორიის შესახებ, ალისტერმა თავის ავტობიუგრაფიულ წიგნშიც ისაუბრა.

"2006 წლის ივნისში, საფრანგეთის სამხრეთში ფერგიუსონს კვლავ შევხვდი. იმ მომენტისთვის, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ როგორ მოქცეულიყო ნისტელროისთან დაკავშირებით. მისი სიტყვების მიხედვით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი იმ პერიოდში ძალიან ეგოისტურად იქცეოდა. სერ ალექსისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა შემთხვევა, როცა ნისტელროიმ რონალდუს ძალიან უხეშად მიმართა. ჰოლანდიელმა კრიშტიანოს უთხრა, რომ მან კარლუშ კეირუშის სახით ახალი მამა იპოვა, მაშინ როცა თავისი ნამდვილი და ალკოჰოლიკი მამა ჯერაც ცოცხალი იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კეირუშმა ნისტელროის უთხრა, რომ მეტი პატივისცემა გამოეჩინა, თუმცა რუდმა მიუგო, რომ მის აზრს აქ საერთოდ არავინ ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ჰოლანდიელმა რონალდუს ბოდიში მოუხადა, მაგრამ კრიშტიანომ მისი ბოდიში არ მიიღო. ფერგიუსონმა, როგორც კი ამის შესახებ გაიგო, ნისტელროი იმწამსვე სახლში გაუშვა. ამის შემდეგ, ფერგი ფიქრობდა, თუ რა მოეხერხებინა მისთვის". - წერს ალისტერ კემბპელი.

იმავე წლის ზაფხულში, რუუდ ვან ნისტელროი მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები