The Mirror:
Aa
Aa

The Mirror: "მანჩესტერი" 155 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზადაა!

ჟოზე მოურინიო ახალი "მანჩესტერ იუნაიტედის" შენებას განაგრძობს. პორტუგალიელი სპეციალისტი არსებული შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილი არაა.

გუნდის დატოვება რამდენიმე ფეხბურთელს მოუწევს და რა თქმა უნდა, მათ ნაცვლად კლუბში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს, რომ "წითელი ეშმაკები" ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ლიდერის პაულო დიბალას სანაცვლოდ 155 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა და სწორედ ამ ფაქტის გამო, "მანკუნიანელები" თავიდანვე შთამბეჭდავი წინადადებით გამოდიან.

დიბალა თამაშის ხარისხს ყოველწლიურად აუმჯობესებს. მან, წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე დაიწყო. დიდია იმის წინაპირობა, რომ 2018 წლის ზაფხულში მას უამრავი გრანდი დაადგამს თვალს. 

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინელი შემტევის შეძენით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა კატალონიელებმა კოლოსალური თანხის გადახდისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა "იუვეს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 102 მატჩში 54 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები