Aa Aa
23 სექტემბერი 2017  |  15:07

"არსენალი" "ნაპოლის" ლიდერს გაიფორმებს?

წარუმატებელი სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ, ლონდონის "არსენალი" თადარიგს იჭერს და გეგმებს წინასწარ ადგენს.

უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ ალექსის სანჩესი გუნდს დატოვებს და როგორც ჩანს, არსენ ვენგერმა მის შემცვლელს უკვე მიაგნო.

Calciomercato-ს ცნობით, "მეთოფეების" ნომერ პირველი სამიზნე "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა დრის მერტენსი იქნება.

როგორც წყარო წერს, ბელგიელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, რომლის გადახდასაც ლონდონელები უპრობლემოდ შეძლებენ.

იმის ფონზე, რომ მერტენსს უამრავი გოლი გააქვს და ნეაპოლელთათვის ფასდაუდებელ ფეხბურთელად იქცა, ცოტა გასაკვირია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა ასეთი დაბალია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში