დემბელეს ტრანსფერის ფინანსური დეტალები გასაჯაროვდა
Aa
Aa

დემბელეს ტრანსფერის ფინანსური დეტალები გასაჯაროვდა

როგორც იქნა, უსმან დემბელეს ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, თუ რა პირობებზე შეთანხმდნენ "დორტმუნდი" და "ბარსელონა".

თავდაპირველად დაიწერა, რომ კატალონიელებმა 105 მილიონი ევრო გადაიხადეს და თანხის დანარჩენ ნაწილს გერმანელები ბონუსების სახით მიიღებდნენ. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, ამჟამად "ბარსამ" გერმანულ გლუბს, მხოლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადა. დარჩენილ 35 მილიონს კი "ბორუსია" 2018 წლის 1 ივლისს მიიღებს.

"დორტმუნდი" "ბარსელონასგან" დამატებით 5-5 მილიონ ევროს იმ შემთხვევაში მიიღებს, როცა ფრანგი ფეხბურთელი 25 ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. ეს ასე იქნება 25-ე, 50-ე, 75-ე და მე-100 მატჩებზე.

"ბლაუგრანა" ყოველ ტიტულზე, რომელსაც ისინი დემბელესთან ერთად მოიგებენ, გერმანული მხარე დამატებით ასევე 5 მილიონს მიიღებს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ "ბარსაში" დემბელეს ყოველწლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფრანგი "დორტმუნდში" მხოლოდ 2.4 მილიონს იღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები