ლეგენდარულმა რონალდომ
Aa
Aa

ლეგენდარულმა რონალდომ "რეალის" შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლუის ნაზარიო თავის ყოფილ კლუბ „რეალის“ შესახებ საუბრობს.

„ფენომენი“ სხვადასხვა საინტერესო თემას შეეხო. მათ შორის გუნდში ახალი 9 ნომრის საჭიროებასა და ბოლოდროინდელ შედეგებს.

„მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და ბენზემა ჰყავთ, ასე რომ, ახალი 9 ნომრის მოყვანის საჭიროებას ვერ ვხედავ.

ვფიქრობ, გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები და ხასიათი ბოლო სეზონებში კარგად აჩვენა. „რეალი“ არის კლუბი, რომელიც მუდამ საუკეთესოს უმიზნებს.

იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი ჩავარდნა დროებითია და კარგი შედეგები მალე დაბრუნდება“. - განაცხადა „კიჭამ“.

რონალდომ ჟურნალისტებს ეს ინტერვიუ გოლფის საქველმოქმედო ტურნირში მონაწილეობის შემდეგ მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები