Aa
Aa

"რეალმა" მარსელოც დაკარგა

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩში „ბეტისთან“ სენსაციური მარცხის შემდეგ, „რეალმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარსელო დაკარგა.

ბრაზილიელ განაპირა მცველს მარცხენა ფეხის კუნთზე პრობლემა აქვს, რის გამოც მინიმუმ 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ტრავმის სიმძიმე და აღდგენითი პროცესის ზუსტი ვადები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი, როდესაც ფეხბურთელს საბოლოო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ სათადარიგო მარცხენა მცველი ტეო ერნანდესიც ტრავმირებული ჰყავს, რომლის დაბრუნებას 2 კვირაში ელოდებიან.

ამ ყველაფრის ფონზე, დაცვის მარცხენა ფლანგს დიდი ალბათობით ნაჩო ჩაიბარებს, რომელიც უნივერსალია და თამაში უკანა ხაზში თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები