ბრაზილიელთა გავლენა - კავანის ტრანსფერზე დააყენებენ? ურუგვაელს გრანდების რიგი უდგას
Aa
Aa

ბრაზილიელთა გავლენა - კავანის ტრანსფერზე დააყენებენ? ურუგვაელს გრანდების რიგი უდგას

ბოლო დღეებში, ევროპული პრესის განხილვის მთავარი თემა "პსჟ"-ს ფეხბურთელების კონფლიქტია - კავანი, ნეიმარი და ალვეში.

როგორც ჩანს, ბრაზილიელების გავლენა გუნდში საკმაოდ დიდია. Daily Mail-ის ინფორმაციით, ედინსონ კავანიმ 2018 წლის ზაფხულში შესაძლოა „პსჟ“ დატოვოს.

თავის მხრივ, ურუგვაელი ფორვარდი შემოთავაზებების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

წყაროს ინფორმაციით კავანის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსის“, „ევერტონს“, „ნაპოლის“, „დორტმუნდსა“ და „მილანს“ სურთ.

30 წლის კავანი პარიზელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 139 შეხვედრაში მის ანგარიშზე 95 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები