დუგლას კოშტა „ბაიერნში“ ითამაშებს
Aa
Aa

დუგლას კოშტა „ბაიერნში“ ითამაშებს

დონეცკის „შახტარის“ ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბის 24 წლის ნახევარმცველი დუგლას კოშტა, კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. „რეკორდმაისტერს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

„დუგლასმა „შახტარისთვის“ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მას კლუბში გატარებული დროის გამო მადლობას ვუხდით და კარიერაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“ - აღნიშნული განცხადება დონეცკის „შახტარის“ ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

დუგლას კოშტა „შახტარში“ 2010 წლიდან ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში, 24 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, უკრაინული კლუბის მაისურით 202 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარის აღება 40-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები