„ჩელსიში“ ფალკაო ყოველკვირეულად 130 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს
Aa
Aa

„ჩელსიში“ ფალკაო ყოველკვირეულად 130 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს

როგორც მოგეხსენებათ, კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და „მონაკოს
 თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, მომავალ სეზონს არენდის წესით ლონდონის „ჩელსის“ რიგებში გაატარებს. როგორც „London Evening Standart“ იტყობინება, ახალ კლუბში ფალკაოს ანაზღაურება, კვირაში 130 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია. ფალკაო „არისტოკრატებს“ 19 ივლისს მონრეალში შეუერთდება.

გასულ სეზონი რადამელ ფალკაომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ნამდვილად ვერ წარმოაჩინა. კოლუმბიელმა ფორვარდმა 26 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები