Aa
Aa

"...მას შეუძლია 80 წუთის განმავლობაში მოედანზე უბრალოდ ისეირნოს..."

ლა ლიგის მე-5 ტურში, "ბარსელონასთან" განადგურების (1-6) შემდეგ, "ეიბარის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა მესიზე ისაუბრა.

"მიუხედავა იმისა, რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით, ჩვენი სტილისთვის ღალატს არ ვაპირებთ. მართალია, რომ ჩვენ 6 გოლი გავუშვით, თუმცა მოედანზე იყო მოთამაშე, რომელიც შედეგს ქმნის. მესი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მას შეუძლია 80 წუთის განმავლობაში მოედანზე უბრალოდ ისეირნოს, ხოლო 10 წუთში კი მატჩის ბედი გადაწყვიტოს". - განაცხადა მენდილიბარმა. 

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში, 5 ტურის შემდეგ ლეო მესის ანგარიშზე უკვე 9 გოლია. 2017 წელს კი არგენტინელმა "ბლაუგრანას" მაისურით 40-ჯერ ითამაშა და 43-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები