ბენზემამ
Aa
Aa

ბენზემამ "რეალთან" ხელი ახალ კონტრაქტს მოაწერა

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი, სამეფო გუნდის ღირსებას 2021 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" ძირითადი ბირთვის ფეხბურთელებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივების პროცესი დაიწყო. ბენზემამდე ახალ კონტრაქტებს ხელი კარვახალმა, მარსელომ და ისკომ მოაწერეს.

"რეალის" მაისურით, კარიმ ბენზემამ 247 მატჩი ჩაატარა და 122 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები