აგენტი: „არსენალის“ მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა
Aa
Aa

აგენტი: „არსენალის“ მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის აგენტმა, ფერნანდო ფელიჩევიჩმა უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს მისი კლიენტი ახლოს იყო ლონდონის „არსენალში“ გადასვლასთან.

„არსენალის მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ვიდალი „იუვენტუსში“ თავს კარგად გრძნობს და ტურინული კლუბის დატოვება მის გეგმებში არ შედის“ - განაცხადა ფელიჩევიჩმა „America y Cross“-თან საუბარში

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანული გამოცემები იმის შესახებ იუწყებოდნენ, რომ ვიდალი „არსენალს“ 32 მილიონი გერვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდებოდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები