Aa
Aa

"მილანი" 16 წლის ტალანტს უმიზნებს და მზადაა კონკურენტებს აჯობოს!

სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ტალანტი გამოჩნდა, რომლისთვისაც უკვე დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

Calciomercato-ს ცნობით, „მილანი“ მზადაა, რომ „ჯენოას“ 16 წლის ტალანტი პიეტრო პელეგრი შეიძინოს.

ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის მიმართ ინტერესს ისეთი ევროგრანდები იჩენენ, როგორებიც „არსენალი“, „მანჩეტსერ სიტი“ და ტურინის „იუვენტუსი“ არიან.

წყაროს ცნობით, პელეგრის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი „მილანს“ აქვს, რომელიც მასთან კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ პიეტრო პელეგრიმ სერია ა-ს წლევანდელ სეზონში 4 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია. ბოლო ტურში, „ლაციოსთან“ შეხვედრაში იგი ცვლილებაზე შემოვიდა და დუბლი გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები