ახალი ტესტ მატჩი და 6 ერთან მიახლოების შანსი საქართველოს!
Aa
Aa

ახალი ტესტ მატჩი და 6 ერთან მიახლოების შანსი საქართველოს!

ლოს ანჯელესში „მსოფლიო რაგბის“ საბჭო შეიკრიბა და სხდომაზე გადაწყდა, რომ 2018 წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

ახალი ამბავი არ არის, რომ მიმდინარეობს საუბრები 6 ერის შესაძლო გაფართოებაზე და იქ მოხვედრის უპირველესი კანდიდატი სწორედ საქართველოა.

იტალიელები მუდმივად გაურბოდნენ ჩვენთან შეხვედრას და „მსოფლიო რაგბის“ მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, აშკარად ყინულის დაძვრის მიმანიშნებელია.

როგორც მოგეხსენებათ, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის მატჩი შემდგარიყო, მაგრამ ამ ვარიანტზე სერიოზულად ფიქრი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გამორიცხულია.

საბოლოოდ, მივიღეთ ის რაც უკვე დიდი ხანია ძალიან გვინდა - ჯახი იტალიასთან, რომელიც ბევრ რამეს გამოაჩენს და გადაწყვეტს.

შეხვედრა დიდი ალბათობით იტალიაში გაიმართება.

ცხელი ამბები