200-მა მილიონმა შედეგი გამოიღო? პირველად 10 წლის შემდეგ
Aa
Aa

200-მა მილიონმა შედეგი გამოიღო? პირველად 10 წლის შემდეგ "მილანს"...

სერია ა-ს მე-4 ტურში, "მილანმა" ნიკოლა კალინიჩის დუბლით შინ "უდინეზეს" 2-1 სძლია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მილანელებმა 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა. შემადგენლობი ძირეულად შეიცვალა.

წლევანდელ სეზონში, ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის "უდინეზესთან" გამარჯვება რიგით მე-3 გამოდგა და მათ ანგარიშზე უკვე 9 ქულაა.

"მილანს", ასეთი კარგი სტარტი ბოლო 10 წლის მანძილზე არ ჰქონია.

"როსონერიმ" ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 2006/2007 წლებში დააფიქსირა, როცა საწყის 4 ტურში 10 ქულის აღება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მონტელას გუნდი, პარალელურად ევროპის ლიგაზე გამარჯვებისთვისაც იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები