არდა თურანმა შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს
Aa
Aa

არდა თურანმა შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი არდა თურანი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „Turkish Football“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდის პირობებს დათანხმდა და ტრანსფერიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. გასულ კვირას არდა თურანმა განაცხადა, რომ იგი „ატლეტიკოს“ დატოვებდა. თუმცა სად გააგრძელებდა კარიერას, ამის შესახებ თურქი არ საუბრობდა. სულ მალე კი, დიდი ალბათობით ყველაფერს ნათელი მოეფინება.

არდა თურანის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, „ჩელსი“ და „ბარსელონაც“ არიან დაინტერესებულნი. გასულ სეზონში თურქმა ფეხბურთელმა „ატლეტიკოს“ მაისურით 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 2 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები