ციხისგან თავიდან არიდების მიზნით ფალკაომ დანაშაული აღიარა!
Aa
Aa

ციხისგან თავიდან არიდების მიზნით ფალკაომ დანაშაული აღიარა!

"მონაკოს" კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ დანაშაული აღიარა და ამით ციხეს თავი აარიდა.

საქმე ეხება, სახელმწიფოსგან გადასახადების დამალვას. 

ფალკაოს 6.9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. დანაშაული ასევე აღიარეს საქმეში გარეულმა სხვა პირებმაც, მათ შორის ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა. 

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟორჟე მენდეშის კიდევ ერთ კლიენტს კრიშტიანო რონალდუს, ესპანეთის პროკურატურა სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვას ედავება და 14.7 მილიონი ევროს სახით ჯარიმის გადახდას ავალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტუგალიელს ციხე ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები