Aa
Aa

"ვის დავასახელებ მესისა და რონალდუს შემდეგ?" ერნან კრესპოს უცნაური არჩევანი

როგორც წესი, ფეხბურთის ქომაგების აზრი ორად იყოფა - მესი, ან რონალდუ. უფრო საინტერესოა, თუ ვინ მოდის მათ შემდეგ.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა ერნან კრესპომ დაასახელა ფორვარდი, რომელსაც მესი-რონალდუს შემდეგ, ყველაზე მრისხანედ მიიჩნევს.

"ვის დავასახელებ მესისა და რონალდუს შემდეგ? მაურო იკარდის. დიახ! მე, მას იტალიაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვაკვირდები. უამრავი წინაღობისა და პრობლემების მიუხედავად, მან მოახერხა და ყველაფერს გაუმკლავდა. იკარდი წინ მიიწევს. ის ძალიან ჭკვიანია. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც იგი სერია ა-ში იმყოფება, იყო მხოლოდ ერთი სეზონი (2013/2014), როდესაც მან 20 გოლზე ნაკლები გაიტანა. ეს ფაქტი არ უნდა დავივიწყოთ". - განაცხადა კრესპომ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წლებში, კრესპო სერია ა-ში "პარმას", "ლაციოს", "ინტერის", "მილანისა" და "ჯენოას" ღირსებას იცავდა. იტალიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 154 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები