"მილანის" დიდი დანაკლისი
ვინჩენცო მონტელას გუნდი, სერია ა-ს მე-4 ტურში "უდინეზეს" უმასპინძლებს.
ხსენებულ შეხვედრას მასპინძლები დანაკლისით ხვდებიან. "მილანის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, "როსონერის" 23 წლის მარჯვენა მცველი ანდრეა კონტი ტრავმირებულია და მას მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება.
იტალიელ ფეხბურთელს 6 თვის გამოტოვება მოუწევს, რაც მონტელას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.
"ატალანტადან" გადმოსული კონტი, "მილანელთა" ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება. ამ სეზონში, მის ანგარიშზე 5 შეხვედრაა.