სერენა უილიამსმა „უიმბლდონის“ პირველი წრე წარმატებით გაიარა
Aa
Aa

სერენა უილიამსმა „უიმბლდონის“ პირველი წრე წარმატებით გაიარა

უიმბლდონის პირველ წრეში, მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა რუსი, მსოფლიო რეიტინგის 133-ე ნომერი მარგარიტა გასპარიანი 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

უილიამსამ 3 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. სერენამ 71 ქულა მოიგო, ხოლო გასპარიანმა – 50.

უილიამსის მომდევნო მეტოქე ტიმეა ბაბოში ინქნება, რომელმაც თავის მხრივ ცეტკოვსკას 7:6, 6:3 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები