Aa
Aa

"რეალის" ლაზარეთში მატებაა

ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელთან" მატჩის დროს მატეა კოვაჩიჩმა ტრავმა მიიღო და კარიმ ბენზემას ლაზარეთში შეუერთდა.

ხორვატ ნახევარმცველს კუნთის ტრავმა დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

"რეალს", ლა ლიგის მე-4 ტურში სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" რთული მატჩის ჩატარება მოუწევს.

ზინედინ ზიდანს ერთბაშად 4 ფეხბურთელი არ ეყოლება და შესაძლოა, სიას კიდევ 2 დაემატოს: რონალდუსა და მარსელოს დისკვალიფიკაცია აქვთ. კოვაჩიჩსა და ბენზემას ტრავმები. ბოლომდე ფორმაში არ არის რაფაელ ვარანი, რომლის თამაში ჯერ გადაწყვეტილი არ გახლავთ. მარკოს ასენსიოს კურიოზული ინფექციის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ჯერჯერობით მისი დაბრუნების დროც უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები