კილიან მბაპე
Aa
Aa

შეუძლია 2024 წლის ზაფხულში წავიდეს | მბაპემ გადაწყვეტილება მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. გავლენიანი ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ინფორმაციით, კილიანი კონტრაქტში ჩადებულ პუნქტს არ აამოქმედებს და ხელშეკრულებას 1 წლით არ გაახანგრძლივებს.

ფრანგული გაზეთის ცნობით, მცირე შანსია, მბაპემ გადაწყვეტილება შეცვალოს და ეს პარიზულ გრანდს რთულ მდგომარეობაში აყენებს. თუ პსჟ-მ კილიანი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არ გაყიდა, მას შეეძლება, მომდევნო სეზონის ბოლოს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რამდენიმე დღის წინ, Sky Sports-მა გვაუწყა, რომ მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით აქვს გაფორმებული. თუ კილიანმა ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, შეეძლება, იანვარში ახალ კლუბთან წინასწარი შეთანხმება დადოს. ესპანური პრესის ცნობით, იგი მადრიდის „რეალთან“ ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ EL Nacional-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი აპირებს, სუპერვარსკვლავი გაიფორმოს, რომელიც განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუს“ სიმბოლო იქნება. ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ფლორენტინოს რჩეულიც ჰყავს და სწორედ მბაპე შეარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე
დე ლაურენტისმა სკუდეტოს მოგების აღნიშვნისას გამოარჩია | რას წერენ კვარას მომავალზე