„პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა „აინტრახტის“ მეკარე შეიძინოს
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა „აინტრახტის“ მეკარე შეიძინოს

გერმანული „აინტრახტის“ მეკარე კევინ ტრაპმა, კარიერა შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას „Frankfurter Rundschau“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, პარიზელებმა 24 წლის მეკარესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს. ამ მომენტში კი ისინი მოლაპარაკებებს „აინტრახტთან“ აწარმოებენ. გერმანული კლუბი საკუთარ მეკარეს 10 მილიონად აფასებს, რაც „პარი სენ ჟერმენისთვის“ მისაღები ფასი უნდა იყოს.

ტრაპს „აინტრახტთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. „ბუნდესლიგის“ გასულ სეზონში კევინმა 22 მატჩი ჩაატარა და საკუთარ კარში 35 ბურთი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები