Aa
Aa

"ლეიკერსი" ხმარებიდან ბრაიანტის ორივე ნომერს ამოიღებს

ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, კობი ბრაიანტის ორივე სათამაშო ნომერი (8, 24) ხმარებიდან ამოღებული იქნება.

„ლეიკერსის“ მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი და ლოგიკურიც იყო.

შეგახსენებთ, რომ „მამბამ“ კარიერა 2016 წელს წელს დაასრულა. კობი წავიდა ისე, როგორც ეს მას ეკადრებოდა. კარიერის უკანასკნელ მატჩში „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ, 37 წლის ბრაიანტმა 60 (!) ქულა ჩააგდო.

მისი წასვლის შემდეგ სტეფ კარიმ განაცხადა: „ახლა ვიცი, თუ როგორ უნდა წავიდე“.

ყველას კარგად გვახსოვს ლებრონის კომენტარი: „მინდა, რომ მასავით ვიყო“.

კობი ბრაიანტმა თავისი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში ნბა-ს ბეჭედი 5-ჯერ მოიგო. ფინალების MVP-ის წოდება 2-ჯერ მიიღო. 2008 წელს რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულიც მოიპოვა. ყველა ვარსკვლავის მატჩში 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა და 4-ჯერ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მიუხედავად საოცარი მიღწევებისა და დაუვიწყარი მატჩებისა, ქომაგებს ყველაზე მეტად მაინც 2006 წელი და „ტორონტოს“ წინააღმდეგ ჩაგდებული 81 ქულა ახსენდება.

კობი იყო მოთამაშე, რომელმაც სპორტის ამ სახეობას მილიონობით ქომაგი შესძინა.

მისი წასვლით, რაღაც ძალიან დიდი დასრულდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები