მალდინიმ ორი ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა
Aa
Aa

მალდინიმ ორი ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ 2 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა.

„ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე დიეგო მარადონას წინააღმდეგ თამაში მომიწია. ყველაზე ძლიერი მეტოქე ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია? დიეგოსთან ერთად დავასახელებ რონალდოს, რომელიც „ინტერში“ გამოდიოდა. ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეები სწორედ ისინი იყვნენ“. - განაცხადა 49 წლის მალდინიმ.

მალდინიმ „მილანის“ რიგებში 24 სეზონი ჩაატარა და უამრავ ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები