რაიოლას ახალი
Aa
Aa

რაიოლას ახალი "მილანის" არ სჯერა

სუპერპოპულარულმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ „მილანის“ ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა და კომენტარი პაულო დიბალაზეც გააკეთა.

„მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის, როგორც პიროვნებების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ერთი პრობლემაა - მე მათი „მილანური“ პროექტის არ მჯერა.

რაც შეეხება პაულო დიბალას, ვფიქრობ, რომ ის „იუვენტუსს“ დატოვებს, რადგან ასეთ ასაკში კლუბის ლიდერობა იოლი არაა. მე მას „რეალში“, „მანჩესტერში“, „სიტიში“ ან რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ვხედავ“. - ამბობს რაიოლა.

კიდევ ერთხელ ვახსენოთ, რომ რაიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის, პოლ პოგბას, ჯანლუიჯი დონარუმას, მარკო ვერატის, ჰენრიხ მხითარიანის, რომელუ ლუკაკუსა და სხვა სუპერვარსკვლავების აგენტია. სხვათა შორის, მის კლიენტებს შორის ორი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი - ვატო არველაძე და რევაზ წილოსანი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები