ჩელსი, ატლეტიკო, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

ჩელსის გეგმა - 2 ფეხბურთელი ატლეტიკოს ფელიქსის სანაცვლოდ

ლონდონის „ჩელსიში“ დიდი ცვლილებები იგეგმება. გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს, ხოლო დარჩენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჟოაუ ფელიქსია, თუმცა ამისთვის „არისტოკრატებმა“ ფული უნდა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი შემტევი ლონდონურ კლუბში „ატლეტიკოდან“ იჯარის წესით არის გადასული. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ტოდ ბოელს გადაწყვეტილი აქვს, რომ „როხიბლანკოს“ ფელიქსის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზოს. საუბარი ობამეიანგზე და მარკ კუკურეიაზეა. ბოელს სურს, რომ ტრანსფერი ასე განხორციელდეს და ჟოაუს სანაცვლოდ ფული არ გადაიხადოს.

ცნობისთვის, კუკურეია დღევანდელ „ჩელსიში“ საკმაოდ ბევრს თამაშობს და გუნდის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იმავეს ობამეიანგზე ვერ ვიტყვით. გაბონელმა ფეხბურთელმა „არისტოკრატებში“ თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და სათამაშო წუთები თითქმის არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის დღიდან დღემდე ფელიქსმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 17-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორია ანორთოსისს დატოვებს - პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო
ლორია ანორთოსისს დატოვებს - პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო