ზიდანის საფიქრალი - რამდენი მოთამაშე დააკლდება
Aa
Aa

ზიდანის საფიქრალი - რამდენი მოთამაშე დააკლდება "რეალს" მომდევნო ტურში?

ლა ლიგის მე-3 ტურში, მადრიდის "რეალმა" "ლევანტეს" უმასპინძლა (1-1) და ორ ქულასთან ერთად კარიმ ბენზემაც დაკარგა.

ფრანგმა ფორვარდმა ტრავმის გამო, მოედანი პირველ ნახევარში დატოვა. როგორც პირველადი დაკვირვების შედეგად გახდა ცნობილი, ბენზემას მუხლქვეშა მყესები აქვს დაზიანებული და 4-დან 6 კვირამდე გაუცდება.

როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებულია კრიშტიანო რონალდუ. დღევანდელ მატჩში კი მოედნიდან მარსელო გააძევეს, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

მომდევნო ტურში, მადრიდელები სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" ითამაშებენ, რომელიც ჩინებულ ფორმაშია და ლა ლიგის ცხრილს სათავეში უდგას. "ანოეტაზე", ზიდანს მარსელო, რონალდუ, ბენზემა და ვარანი დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები