ჰამანი: ფირმინიო „ლივერპულს“ კარგად მოერგება
Aa
Aa

ჰამანი: ფირმინიო „ლივერპულს“ კარგად მოერგება

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა, მერსისაიდული გრანდის ბოლო ტრანსფერი - 23 წლის უნიჭიერესი ბრაზილიელი რობერტო ფირმინიო შეაფასა, რომელიც „ენფილდზე“ გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" გადაბარგდა.

"მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, ვისაც ნამუშევარი აქვს ფირმინიოსთან და დარწმუნებულნი არიან, რომ რობერტო მარტივად გაივლის ადაპტაციას ინგლისის „პრემიერლიგაში“. მას უფრო მეტად ევროპული მენტალიტეტი აქვს, ვიდრე ბრაზილიური. ის ძალიან მოხერხებული, ძლიერი და ფსიქოლოგიურად დალაგებული მოთამაშეა. გასულ სეზონში, მისი რამდენიმე თამაში ვნახე და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ფირმინიო ინგლისის ჩემპიონატს ძალიან კარგად მოერგება. „ბუნდესლიგაშიც“ საკმაოდ ძალისმიერი და კონტაქტური თამაშია, ბევრი ვარდნებით, ამიტომ მას პრობლემები არ შეექმნება. ფირმინიოში დახარჯული თანხა ნამდვილად გამართლებულია. სხვები უფრო მეტს ხარჯავენ, რათა მიიწვიონ საუკეთესო მოთამაშეები. თუ "მანჩესტერ სიტი" სტერლინგის სანაცვლოდ 70 მილიონს გადაიხდის, მაშინ ფირმინიოში გადახდილი თანხა "ლივერპულისთვის" ბოლო წლებში გაკეთებული საუკეთესო ბიზნესია" - განაცხადა დიტმარ ჰამანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები