მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი: რომელ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრები?
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი: რომელ ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრები?

ევრობასკეტ 2017-ზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მომდევნო ოფიციალური მატჩის გამართვა ნოემბერში მოუწევს.

2019 წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის წესები შეიცვალა და განახლებული ფორმატით საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად ჩატარდება.

2019 წლის მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სათამაშო პერიოდებად 2017 წლის ნოემბერი, 2018-ის თებერვალი და ივნისი შეირჩა. მეორე და გადამწყვეტი ეტაპის ფანჯრები კი სექტემბერში, ნოებერში და 2019 წლის თებერვალში ჩატარდება.

რვა 4 გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო ნაკრები გავა. შესაბამისად, მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლებას 24 ქვეყანა მოიპოვებს. გასული გუნდები მეორე ეტაპზე შექმნიან ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეული ჯგუფის 3 საუკეთესო და ჯამში 12 ევროპული გუნდი მოიპოვებს. 

საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს დაიწყებს. ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონტზე დაგვამარცხა. ასე, რომ ილიას ზუროსის გუნდს შურისძიებისთვის კარგი შანსი ექნება.

ჩინეთში, მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2019 წლის 31 აგვისტოს აიღებს და 15 სექტემბერს დასრულდება.

 

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

24 ნოემბერი, 2017: გერმანია – საქართველო

27 ნოემბერი, 2017: საქართველო – სერბეთი

22 თებერვალი, 2018: ავსტრია – საქართველო

25 თებერვალი, 2018: საქართველო – გერმანია

29 ივნისი, 2018: სერბეთი – საქართველო

2 ივლისი, 2018: საქართველო – ავსტრია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები