იტალიაში შტორმს ელოდებიან - 1 თამაში უკვე გადაიდო, კიდევ 4 საფრთხის ქვეშაა...
Aa
Aa

იტალიაში შტორმს ელოდებიან - 1 თამაში უკვე გადაიდო, კიდევ 4 საფრთხის ქვეშაა...

ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში მომდევნო 48 საათის განმავლობაში ძლიერ შტორმსა და უამინდობას ელოდებიან.

ამის გამო უკვე ოფიციალურად გადაიდო გენუაში გასამართი "სამპდორიასა" და "რომას" მატჩი. 

საფრთხის ქვეშაა ამ ტურის კიდევ 4 თამაშის ჩატარება, ესენია: "ლაციო"-"მილანი", "ატალანტა"-"სასუოლო", "უდინეზე"-"ჯენოა" და "ვერონა"-"ფიორენტინა".

მეტეოროლოგები რომში, ბერგამოში, უდინესა და ვერონაში ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.

სერია A-ს მე-3 ტურის დანარჩენი 5 შეხვედრის ჩატარება ჩვეულებრივად დაგეგმილია და მათი გადადების საფრთხე, ჯერჯერობით მაინც არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები