ბეკენბაუერი: შვაინშტაიგერს „პრემიერლიგაში“ გადასვლას არ ვურჩევ
Aa
Aa

ბეკენბაუერი: შვაინშტაიგერს „პრემიერლიგაში“ გადასვლას არ ვურჩევ

უკანასკნელ პერიოდში ბასტიან შვაინშტაიგერს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას საკმაოდ ხშირად უწინასწარმეტყველებენ. ამ თემაზე კომენტარი მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკემბაუერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბასტიანისთვის, კარიერის „პრემიერლიგაში“ გაგრძელება, არასწორად გაკეთებული არჩევანი იქნება.

„შვაინშტაიგერი იმ ასაკშია, რომ მას ასეთი გამოწვევები აღარ სჭირდება. მე მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას არ ვურჩევ, რადგან ინგლისში ადაპტაცია ძალიან გაუჭირდება. ბასტიანს შეუძლია, რომ „ბაიერნში“ დარჩეს და მისთვის ჩვეული მაღალი დონის ფეხბურთი, კიდევ 2-3 წელი ითამაშოს. შემდეგ კი, თუ კლუბის დატოვების სურვილი ექნება, მართებული იქნება თუ კარიერას „MLS“-ში გააგრძელებს“ - განაცხადა ბეკემბაუერმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები