კავანის „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა სურს
Aa
Aa

კავანის „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა სურს

როგორც ცნობილია, მადრიდის „ატლეტიკოს“, „პარი სენ ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შეძენა სურს. ამის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სიმეონეს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას პარიზული კლუბის დატოვება არ სურს.

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემს სანაცვლოდ „ნაპოლის“ 64 მილიონი ევრო გადაუხადა. ამის გამო მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მსურს, რომ კლუბის მიერ დაკისრებული იმედები გავამართლო. ინგლისში და ესპანეთში თამაში ჩემს სურვილს არ წარმოადგენს. „ატლეტიკოს“ ინტერესი? სიმეონეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ამჟამად მხოლოდ „პარი სენ ჟერმენზე“ ვარ ორიენტირებული“ - განაცხადა ედინსონ კავანიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები