„ინტერი“ ნილმარის დამატებას გეგმავს
Aa
Aa

„ინტერი“ ნილმარის დამატებას გეგმავს

როგორც იტალიური გამოცემა „Tuttomercatoweb“ იუწყება,  მილანის “ინტერი” ბრაზილიური “ინტერნასიონალის” თავდამსხმელის, ნილმარის შეძენით არის დაინტერესდებული.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, „ნერიაძურის“ წარმომადგენლები ნილმარს ვალენსიაში შეხვდნენ, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისი ევროპული პასპორტის გასანახლებლად იმყოფებოდა. როგორც ცნობილი გახდა, დიდი ალბათობით გარიგება შედგება და გამოცდილი მოთამაშე იტალიურ გრანდს შეუერთდება. 30 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა და მას ბრაზილიურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

ნილმარმა 2015 წელს, „ინტერნასიონალის“ მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები