პარკერმა მე-1000 მატჩი ჩაატარა, გრიფინმა 40 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

პარკერმა მე-1000 მატჩი ჩაატარა, გრიფინმა 40 ქულა ჩააგდო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 მატჩი გაიმართა.

“მაიამი” შინ “სან ანტონიოსთან” 81:95 დამარცხდა. აღნიშნული მატჩი ტონი პარკერისთვის საიბილეო გახლდათ, ფრანგმა გამთამაშებელმა ნბა-ში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. პარკერი უკვე 14 სეზონია, რაც ნბა-ში თამაშობს. კარიერის განმავლობაში, 32 წლის ფრანგი საშუალოდ ერთ მატჩში 16.9 ქულას, 5.9 პასს და 2 მოხსნას აკეთებს. პარკერმა 1000 მატჩიდან პარკეტი 718-ჯერ მოგებულმა დატოვა. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ “მაიამისთან” მატჩში ტონიმ გუნდს 16 ქულა და 5 პასი შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო.

“კლიპერსმა” ლოს ანჯელესში “გოლდენ სტეიტთან” 106:110 წააგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 28:18 მოიგეს. ოკლენდელებს კარიმ (27 ქულა) და ტომპსონმა (25 ქულა) ულიდერეს. ლოს ანჯელესთა რიგებში ბლეიკ გრიფინმა 40 ქულით და 12 მოხსნით გამოიჩინა თავი.

“ბრუკლინმა” თავის უშუალო კონკურენტი “ინდიანა პეისერსი” 111:106 დაამარცხა. ნიუ იორკულმა კლუბმა ამ გამარჯვებით “ინდიანას” ერთი მოგებით გაასწრო. “ნეტსი” დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება. “ბრუკლინის” მსგავსად “ბოსტონსაც” 33 მოგება აქვს, მაგრამ “სელტიკს” ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები