Aa
Aa

საქართველო VS ლიტვა - რიგით მეოთხე ევრობასკეტი იწყება

დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მეოთხე ევრობასკეტს დაიწყებს. ილიას ზუროსის გუნდი B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველ შეხვედრას ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში 30 აგვისტოს გამართა. გუნდის 12-ვე წევრმა, თელ-ავივის არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ზაზა ფაჩულიას ტრავმა აღარ აწუხებს და ილიას ზუროსის გადასაწყვეტია, თუ რამდენს ათამაშებს NBA- მოქმედ ჩემპიონს. ფეხი ოდნავ აწუხებს გოგა ბითაძეს, რომელსაც, თუკი საჭირო გახდა, მოედანზე გასვლაში ტრავმა ხელს ვერ შეუშლის.

დღევანდელი მატჩის მოგება უდიდესი ჰანდიკაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. თუ არადა, წინ ჯგუფის კიდევ 4 თამაშია. ილიას ზუროსი და მისი რაზმი საბრძოლველად მზად არიან და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე - თელ-ავივის კალათბურთისთვის ზედგამოჭრილ არენაზე გადაწყდება

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები